|
2024-04-19 13:50:42, 373 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს, სამართალწარმოების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში ამონიტორინგებს. როგორც ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული დეპარტამენტი, მიმდინარე შემთხვევებზე, პოლიციელებს სამართლებრივ/პრაქტიკულ კონსულტაციას უწევს, აგრეთვე, ტენდენციებზე დაკვირვების, მიგნებების, გამოწვევების იდენტიფიცირების შედგად, გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს. „2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი განხორციელდა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის 5000-მდე, ხოლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულის 500-მდე სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ დისკრიმინაციის ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ მემორანდუმის ფარგლებში აღრიცხავენ და წელიწადში ერთხელ აქვეყნებენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო: „2021 წელს - აღრიცხულია, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი 1703 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1394 საქმეზე გამოკვეთილია გენდერის ნიშანი; 2022 წელს - 1802 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1579 გენდერის ნიშანი გამოიკვეთა. 2023 წელს - 1806 სისხლის სამართლის საქმე, აქედან 1653 საქმეში იკვეთება გენდერის ნიშანი“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართულები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებში. მათ მიერ შემუშავებული სხვადასხვა კურსის მიხედვით, გადამზადებულია ათასობით პოლიციის თანამშრომელი, მათ შორის, მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები. „მაგალითად 2023 წელს, დეპარტამენტის ჩართულობით გადამზადდა 2000-ზე მეტი სამართალდამცავი. ასევე, შემუშავებულია 20-ზე მეტი რეკომენდაცია. 2023 წლის მაისიდან, დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, შემაკავებელი ორდერი, რისკების შეფასების ინსტრუმენტი და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი შეიცვალა, რამაც მეტ მსხვერპლს მისცა საშუალება, გამოიყენოს ძალადობის პრევენციის მექანიზმი.ცვლილებების პროცესს წინ უძღვოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ექსპერტების მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასების მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება, ასევე, სამუშაო შეხვედრები როგორც საპოლიციო დანაყოფების, ისე, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ ცვლილებების პოზიტიური შედეგები ნათლად აისახა სტატისტიკურ მონაცემებში: „თუკი 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე - 44 შემთხვევაში დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა, 2023 წლის 1-ლი მაისიდან 2024 წლის მარტის თვის ჩათვლით ციფრი 134-მდე გაიზარდა. 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის დასკვნაში, დადებითად არის შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში, დეპარტამენტების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა სახის სტრუქტურული რეფორმები. მისი თქმით, რამდენიმეწლიანი საქმიანობის შედეგად, აღნიშნულ დეპარტამენტშიც გამოვლინდა საჭიროება ჩატარებულიყო ფუნქციონალური ანალიზი. „აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წელს დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით იგეგმება დეპარტამენტის რეფორმირება. მათ შორის, იგეგმება დეპარტამენტის მანდატის ზრდა. უფრო კონკრეტულად, დეპარტამენტს დაემატება ახალი ფუნქცია - სამინისტროს შიგნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგი და ამ მიმართულებით პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ასევე, დეპარტამენტს შემოუერთდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. რა თქმა უნდა, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტში ადამიანური რესურსების ზრდაც იგეგმება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)