01:00 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 15:02:16, 354 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International - პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო პასუხი უნდა აგოს

პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, - ასე ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ 16 აპრილს გამართულ აქციას.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, "ჩაატარა ის, რაც როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა".

„რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი და როდის გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით.

რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ბოჭავდა და უმოწყალოდ სცემდა მათ. პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics