14:10 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 14:55:56, 348 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქალაქ ვერონაში, გამოფენებში „Vinitaly”  და „Orange Wine Festival” ქართული ღვინის მწარმოებელი  ორი კომპანია და 25 საოჯახო მარანი მონაწილეობდა.

„ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოპულარიზაციისთვის, აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„Vinitaly“ ქ. ვერონაში 1967 წლიდან  ტარდება და ის არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ათასამდე კომპანია მონაწილებდა.

ქარვისფერი ღვინოების გამოფენა „Orange Wine Festival“ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ვერონაში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის 87 მწარმოებელი მარანი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ავსტრია,  სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ჩეხეთი.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისo ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს  აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics