|
2024-04-13 14:29:50, 300 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ აშშ-ის ელჩს უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - რობინ დანიგანს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისთვის 13 მილიონი აშშ. დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას. აღნიშნული აღჭურვილობა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებებისა და კონტეინერების რენტგენო ინსპექტირების მაღალტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც გამოიყენება საბაჟო კონტროლისას. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთების სწრაფ კონტროლს, რაც დაზოგავს ბიზნესის დროსა და თანხებს. "დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ელჩს, შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს საბაჟო დეპარტამენტისთვის კონტროლის უახლესი სისტემის გადმოცემისთვის. ნება მიბოძეთ, აღნიშნული ფაქტი მივიღო, როგორც შემოსავლების სამსახურის სანქციების აღსრულების მხარდამჭერი სპეციალური ჯგუფის და საბაჟოს ადმინისტრაციის ერთიანი გუნდის გამართული მუშაობის დადასტურება. ეფექტური საქმიანობის შედეგად, დღეის მონაცემებით, საქართველოს საბაჟო საზღვრიდან/საბაჟო გაფორმებისას სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 877 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სანქციების განმარტების მიზნით, ბიზნესსექტორთან 1 150 ზე მეტი წერილობითი და ზეპირი მიზნობრივი კომუნიკაცია შედგა. დასასრულს, მსურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს, სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ლევან კაკავამ. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო ადმინისტაციისადმი ამერიკის შეერთებული შტატების, ასეთი მნიშვნელოვანი მოცულობის მხარდაჭერა, აძლიერებს ორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობას საქონლის უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს გლობალურ უსაფრთხოებას და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, რომელიც ამავდროულად ორმაგი დანიშნულების საქონლის ნებართვის გამცემი უწყებაა, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამასთან საკმაოდ ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ ღონისძიებას, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. აღნიშნულ მიღებას მოწვეული სტუმრების რანგში, ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) რეგიონული კოორდინატორი, რიჩ ნესელი, EXBS-ის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი ქერენ ჩეისონი და აღნიშნული პროგრამის წარმომადგენლები. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და საქონლის გაფორმების გამარტივებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)