|
2024-04-12 12:53:02, 365 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილი - მთავრობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შესამცირებლად, დაფინანსებას ზრდის
ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებაზე, კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებსა და საზოგადოების რისკებისადმი მედეგობის გაძლიერების საკითხებზე, პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები. მინისტრის პირველმა მოადგილემ პროგრამის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე, სახელმწიფოს კონტრიბუციასა და მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. „კლიმატის დრამატული ცვლილებების ფონზე, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. სახელმწიფოს მხრიდან კონტრიბუცია შთამბეჭდავია; წელს დაფინანსება გაიზარდა და 30 მილიონი ლარი შეადგინა. დაიგეგმა ახალი აქტივობები, მათ შორის, დამატებითი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების შეძენა. სახელმწიფო ბიუჯეტი, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება; უკვე აშენდა ფოთის რეგიონული ოფისი, ქუთაისში ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლო წლებში, დასავლეთ საქართველოში, არაერთი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, ამიტომაც, რეგიონული ოფისების მოწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია. სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სხვა აქტივობების განხორციელებაც იგეგმება, მათ შორის, გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგის სისტემის სრულყოფა“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს 79 ახალი სადგური და საგუშაგო დაემატა, შეძენილია 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური, 11 ლოკაციაზე განთავსებულია გეოლოგიური მონიტორინგის სისტემა, კლიმატური საფრთხეების შეფასებისა და მოდელირებისთვის შექმნილია საფრთხეების რუკები და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები, მიმდინარეობს კლიმატური კატასტროფების რისკის საინფორმაციო სისტემის შემუშავება, 15 ლოკაციაზე შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა, 11 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო საქმიანობა ხორციელდება. საქართველოში შვეიცარიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის რეგიონული დირექტორის ბარბარა ბონის განცხადებით, შვეიცარიის მთავრობა მოხარულია, რომ საქართველოში მიმდინარე პროგრამის პროგრესს ხედავს. „პროექტის წარმატებულად აღსრულების გასაღები კოოპერაციაა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კატასტროფების რისკის შესამცირებლად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას და თანამშრომლების გადამზადებას გააგრძელებს, ჩვენი მხრიდან კი, შვეიცარიის მთავრობა გაზრდის დაფინანსებას“, - აღნიშნა ბარბარა ბონიმ. პროგრამა „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, რომლის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონო აშშ დოლარია, საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ხორციელდება. შვიდწლიანი პროგრამის მიზანი საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირებაა. შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და შინაგან საქმეთა სამინისტროების და მათი მმართველობის ქვეშ მყოფი უწყებების, ეროვნული უშიშროების საბჭოს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)