|
2024-04-12 09:55:31, 473 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშიდობიან გადაწყვეტაზე
მოგეხსენებათ, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე. უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მიდრეკილი. ეს ომი 2014 წელს არ დაგვიწყია. ყველაფერი უკრაინაში გადატრიალებით დაიწყო,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩასულ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან კრემლში შეხვედრისას განაცხადა. პუტინმა ისაუბრა უკრაინასთან ბელარუსსა და თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებების შედეგად, ორივე მხარის მიერ დოკუმენტი პარაფირებული იყო“. „დასავლეთის ზეწოლის შედეგად, უკრაინულმა მხარემ უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. შეგახსენებთ, რომ იმ დროს ჩვენ გვითხრეს, რომ უკრაინა ხელს ვერ მოაწერდა დოკუმენტს „საფეთქელთან მიდებული იარაღით“. საჭირო იყო კიევიდან ჯარების გაყვანა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. თუმცა, ამის შემდეგ ჩვენი შეთანხმებები დაუყოვნებლივ სანაგვეზე მოისროლეს“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული. “იქ არ ვართ დაპატიჟებული. მეტიც, მიაჩნიათ, რომ იქ არაფერი გვესაქმება. ამავდროულად ამბობენ, რომ ჩვენს გარეშეც ვერაფერს გადაწყვეტენ. რადგანაც ჩვენ იქ არ მივდივართ - ამბობენ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მოლაპარაკებებზე. სინამდვილეში, ჩვენ არ დაგვიპატიჟეს. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების მომხრე ვართ. უბრალოდ არა ჩვენთვის რამე სქემების დაწესების ფორმატში, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან”, - განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, ლუკაშენკომ თავის პოზიციაზე ისაუბრა და პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა. „როგორი სამშვიდობო პროცესი შეიძლება იყოს რუსეთის გარეშე? მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოზიციას და მხარს ვუჭერ ამ კონფლიქტის სამშვიდობო გადაწყვეტას”,- აღნიშნა ლუკაშენკომ.
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)