2024-04-11 16:01:25, 269 ნახვა
საზოგადოება
გლდანის VI მიკრორაიონის N6 კორპუსთან მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის VI მიკრორაიონის N6 კორპუსთან მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.
მათივე ინფორმაციით, მეექვსე მიკრორაიონის N6 – N1 კორპუსებთან ასებულ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია უტარდება.
აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 65 000 ლარი დაიხარჯება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),