|
2016-02-10 17:47:23, 608 ნახვა
ეკონომიკა
საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველო ეტაპობრივად საჰაერო ნავიგაციის ახალ სისტემაზე გადასვლას იწყებს
საქართველოში საავიაციო უსაფრთხოებისდონისამაღლების, საჰაერო ხომალდების საექსპლუატაციოეფექტურობისა და საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვის გეგმა ამოქმედდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შესაბამის დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი. უწყების ინფორმაციით, PBN კონცეფციის დანერგვა ხელს შეუწყობს: ქვეყანაში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გაზრდას საჰაერო ხომალდების დაშვების პროცედურების გაუმჯობესების გზით; საჰაერო ხომალდების ფრენის დროის შემცირებას ოპტიმალური ფრენის მარშრუტების დანერგვის გამო, რასაც შედეგად მოჰყვება საწვავის დაზოგვა, ხმაურისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება, ასევე გარემოს დაცვის დონის ამაღლება; აეროდრომებზე თვითმფრინავების მოფრენის გაუმჯობესებას ყველანაირ მეტეოროლოგიურ პირობებში, ასევე კრიტიკული დაბრკოლებებისაგან დაშორების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ავიამეთვალყურისა და მფრინავის სამუშაო დატვირთვის შემცირებას თანამედროვე პროცედურებისა და თვითმფრინავის ტექნიკური შესაძლებლობების უკეთესად გამოყენების გზით; ფრენის მარშრუტის პროგნოზირებადობის გაზრდას საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN)-ის დანერგვის გეგმა ითვალისწინებს ახალ სისტემაზე ავიასაწარმოების ეტაპობრივ და გეგმაზომიერ გადასვლას, რაც გულისხმობს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში არსებული საჰაერო ნავიგაციის პროცედურების შენარჩუნებას, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არიან აღჭურვილნი PBN კონცეფციით გათვალისწინებული ზონალური ნავიგაციის (RNAV) და/ან მოთხოვნილი სანავიგაციო მახასიათებლების (RNP) სისტემებით. ეროვნული PBN კონცეფციის ეფექტურად და შეუფერხებლად დანერგვის მიზნით, გეგმის შემუშავებისას ჩატარდა საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ოპერაციებში ჩართული საჰაერო ხომალდების აღჭურვილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საჰაერო ხომალდების თითქმის 80-90%-ს გააჩნია RNAV და RNP შესაძლებლობა. ასევე, პირველ ეტაპზე ახალი პროცედურების დანერგვა დაიგეგმა საქართველოს იმ აეროპორტებში (ქუთაისი, ბათუმი), სადაც სანავიგაციო და სარადიოლოკაციო ინფრასტრუქტურა მზადაა შესაბამისი ცვლილებებისთვის. ამასთან, მათივე ინფორმაციით, საქართველოს საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) გეგმაემყარება ICAO-სმე-11 დანართის მოთხოვნებს, 37-ე ასამბლეის რეზოლუციით და გლობალური საჰაერო ნავიგაციის განვითარების გეგმით (Global Air navigation Plan) გათვალისწინებულ პრიორიტეტებს. დოკუმენტი შემუშავებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ სპეციალისტებისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ.საავიაციო ინდუსტრიის ინფორმირების, მათგან შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის მიზნით, სააგენტოს მიერ შემუშავებული პროცედურის შესაბამისად, დოკუმენტის პროექტი დაეგზავნა ყველა ავიასაწარმოს (პროექტი განთავსებულიიყო სამოქალაქოავიაციისსააგენტოსვებ-გვერდზეც). გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში სააგენტოს გამოეხმაურა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზი.“ის ამ ეტაპზე არის ერთადერთი ქართული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს საჰაერო მიმოსვლას საქართველოს აეროპორტებში და აეროპორტებიდან. ავიაკომპანიამ მხარი დაუჭირა საქართველოში PBN-ის დანერგვის გეგმას.
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)