|
2016-02-10 17:42:39, 529 ნახვა
პოლიტიკა
ივლიანე ხაინდრავა: აშშ-ის დაზვერვის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარების შეფასებას ეხმაურება. ხაინდრავას განცხადებით, აშშ-ის დაზვერვის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია. "აშშ-ის დაზვერვის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია. იგი მოუწოდებს დასავლეთის ლიდერებს გაზარდონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ტემპი, რათა საფუძველი გამოაცალონ რუსეთის მიზანმიმართულ მცდელობებს შეაფერხოს ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესი",-აღნიშნავს ივლიანე ხაინდარავა. ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს, - ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლეპერმა სენატში განაცხადა. აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახური, თავის ოფიციალურ გვერდზე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო საფრთხეებზეა საუბარი. აღნიშნულ დოკუმეტში საქართველოზეცაა საუბარი. დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას", - აღნიშნულია დოკუმენტში როგორც კლეპერმა განმარტა, მიზეზად რუსეთის პროპაგანდა და ზეწოლის მოსალოდნელი ზრდა არის. კლეპერის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული პოლიტიკა, პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე, უდაოდ ცვალებადი იქნება. ეკონომიკური ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)