07:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-08 14:01:14, 283 ნახვა

საზოგადოება
მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“  დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამას  სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს და განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის 22 აპრილიდან დაიწყებს.

„ახალი პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართვლოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების დაფინანსება/თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, არაერთი ღვინის ფესტივალი, გამოფენა, დეგუსტაცია და კონკურსი იმართება.  აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, მეღვინეობის დარგისა და ღვინის ტურიზმის  განვითარების ხელშეწყობა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა.

პროგრამაში მონაწილეობის  მსურველებისთვის განაცხადების შესავსები ფორმა განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, www.wine.gov.ge პროგრამის დაწყების დღეს", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics