|
2016-02-10 16:45:10, 476 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩვენი ამოცანაა, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის სრულფასოვანი პარტნიორი იყოს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს. ხვალ კი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე იქნება საუბარი. „თავდაცვის მინისტერიალში საქართველო მონაწილეობს, როგორც ნატოს სრულფასოვანი პარტნიორი და შესაბამისად, ჩართულია იმ დისკუსიებში, რომელიც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემას ეხება. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება სრული თანამონაწილეობა, სიტყვისა და დისკუსიაში მონაწილეობის უფლება, რაც გვაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად ვთქვათ იმ ინტერესის შესახებ, რაც ამ მიმართულებით საქართველოს აქვს. ხვალ უკვე არის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე გვექნება საუბარი. ვარშავის სამიტისგან ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გამოვიდეს თავდაცვისუნარიანობის იმგვარი გაძლიერებით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ადვილად გაიგებს. როდესაც ჩვენ ამის შესახებ მოვყვებით, არავის უნდა დარჩეს კითხვა, თუ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და რამდენად წინ წაიწია ქვეყანამ არა მხოლოდ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, არამედ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით... ამ წუთას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატოს დღის წესრგში ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დადგა. ბუნებრივია, როდესაც ამ ზღვაზე სამი წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა გყავს, შეუძლებელია ვისაუბროთ რამე ახალი სისტემის, ახალი არქიტექტურის შექმნაზე ყველას თანამონაწილეობის გარეშე. თანამონაწილე უნდა იყოს ყველა, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ საკითხმა - ზიანი მიადგეს, ან სარგებელი მიიღოს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, საქართველო სრულფასოვანი, თანასწორი პარტნიორი იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის, რომელიც ნატოს ფარგლებში შეიქმნა“, - განაცხადა მინისტერიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)