|
2024-04-05 18:58:11, 435 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა მედიკამენტები, რომლებიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა მედიკამენტები, რომლებიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული. სარჯველაძის თქმით, გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის მიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. „ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის პრაქტიკულად პირველივე დღიდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლის კობახიძის ერთ-ერთი პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღე. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას, ეს იყო დაფინანსების 25 000-ლარიანი ლიმიტი, რომელსაც ანაზღაურებს სახელმწიფო. მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან, ასევე თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, საქართველოს პრემიერთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, პრაქტიკულად, გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო მიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც შეიძლება, ამ დროისთვის უკვე ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი. დაწყებულია მომზადება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. პარალელურად, ჩვენ დაგვჭირდება მუშაობის გაგრძელება, რომ ადგილი არ ჰქონდეს და გამოირიცხოს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები. გაგრძელდება მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია პაციენტების პრობლემების გადაჭრისთვის, რათა ამ მუშაობის შედეგად, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და სახელმწიფოს მეტი სახსრები რჩებოდეს პაციენტთა საკეთილდღეოდ გამოსაყენებლად. გვაქვს იმედი, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორიც და თავად ონკოლოგიური პაციენტებიც კვლავ აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენთან ერთად მუშაობის პროცესში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)