|
2024-04-02 16:31:04, 428 ნახვა
საზოგადოება
მერია - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის მომსახურე რეაბილიტაციის ცენტრში „კარავი“ ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიებას დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. გარდა ამისა, სტუმრებმა აღნიშნულ ცენტრში თერაპიული სეანსების სივრცეები დაათვალიერეს და სეანსების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. „კარავი“ თბილისის მერიის პროგრამაში ახლად ჩართული რეაბილიტაციის ცენტრია და მასში, პროგრამის ფარგლებში, აბილიტაციის კურსს 100 ბავშვი და მოზარდი გადის. „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში, დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო და დღეიდან, მერიის პროგრამით, საჭირო სეანსები უკვე 2 100 ბენეფიციარს უფინანსდება“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა. პროგრამის ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ. ინდივიდუალური განვითარების გეგმა პროგრამის მოსარგებლეზე მორგებულ სეანსებს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც პროგრამის მოსარგებლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. თბილისის მერიის ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 5 400 ლარია. პროგრამას სერვისის მიმწოდებელი 10 დაწესებულება ემსახურება და მოსარგებლე პირები საჭირო სეანსებს უწყვეტ რეჟიმში იღებენ.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)