2024-03-27 11:26:43, 578 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ულოცავს
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და ქართველ ძმებს ისტორიაში პირველად ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - წერს საელჩო.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,