|
2024-03-26 14:20:54, 649 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ბიჭებო, გამარჯვებები და წარმატებები თქვენ - მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველი
რესპუბლიკის მოედანზე ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას აღნიშნა. თბილისის მერიის ცნობით, კახა კალაძე პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალური საგულშემატკივრო ზონის მოწყობა და ეკრანების მონტაჟი მიმდინარეობს. „წინაზე, როცა ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშებოდა, მაშინაც მოვაწყვეთ დიდი ეკრანი მათთვის, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრებს. ვიცი, რომ აქვთ სურვილი დაესწრონ, მაგრამ ყველამ ვერ მოახერხა ბილეთების ყიდვა, რადგან სტადიონი მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას იტევს. სწორედ ამ ადამიანებისთვის, ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც დიდი ეკრანი, ასევე დამატებითი ეკრანები, კვების ობიექტები, საბავშვო და გულშემატკივართა ზონები. „დღეს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ყველამ კარგად იცის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ნაკრების წევრებისთვის და როგორ ელოდება ამას სრულიად საქართველო. მე, როგორც ყოფილი ფეხბურთელი და დღეს უკვე დედაქალაქის მერი, მოგმართავთ ბიჭებო - გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველი. ყველა სანტიმეტრი, ყველა მეტრი უნდა იყოს მოგებული. დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებითა და შემართებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია ელოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებთან 21:00 საათზე გამართავს. თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანები და გულშემატკივართა ზონა 19:00 საათიდან იქნება მოწყობილი. ასევე, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, მაყურებლების განწყობაზე ქართველი მუსიკოსები იზრუნებენ. გარდა ამისა, მუნიციპალური ტრანსპორტი 27 მარტის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)