|
2024-03-26 13:17:14, 869 ნახვა
ეკონომიკა
Galt & Taggart-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“, Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა, კახა სამყურაშვილმა გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ პროცესებზე ცენტრალური ბანკების რეაგირება იყო. ღონისძიებაზე სხვადასხვა საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტი დევიდ ვავრა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. „მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, სადაც შესაძლებლობა გვქონდა, ეკონომისტების, ფინანსისტების, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გლობალური სასაქონლო ბაზრების შესახებ ჩვენი მიგნებები გაგვეზიარებინა. აღსანიშნავია, რომ წარმოუდგენელია, ნედლეულის ბაზარი მიმოვიხილოთ იმ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რასაც გლობალური, პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური პროცესები ქმნის. შესაბამისად, ჩვენ კონფერენციაზე მიმოვიხილეთ როგორც წითელი ზღვის კრიზისის, ასევე ისრაელ-ჰამასის ომის ეფექტები ნავთობის გლობალურ ფასებზე და შესაბამისად, რეგიონზე“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)