|
2024-03-25 14:17:41, 946 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, აუდიტორული კომპანია Nexia Georgia ახალი სამუშაო სივრციდან აგრძელებს ოპერირებას
აუდიტორული კომპანია Nexia Georgia, „თიბისის“ მხარდაჭერით გაფართოვდა და ახალი სივრციდიან აგრძელებს ოპერირებას. 1500 კვ.მ ფართობის ოფისი მულტიფუნქციურ კომპლექსში - King David-ში მდებარეობს. პროექტის ინვესტიციაში „თიბისის“ თანამონაწილეობა 4 მილიონამდე ევროს შეადგენს. სამუშაო სივრცის პარალელურად, Nexia Georgia-ს ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრი - „ნექსია აკადემიაც" გაფართოვდა, რომლის მიზანიც ბიზნეს სექტორისთვის პრაქტიკული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. Nexia Georgia 2014 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას - Nexia International-ს და წლებია, ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ქსელი მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. Nexia Georgia 700-მდე მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს ემსახურება ბუღალტერიის, გადასახადების, აუდიტის, კონსალტინგისა და იურიდიული მიმართულებებით. მისი სერვისი, ასევე, მოიცავს პარტნიორი კომპანიების ციფრული ტექნოლოგიებითა და ლიცენზირებული პროგრამებით უზრუნველყოფას. Nexia-ს ქართული ოფისი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და აუდიტორული სფეროს ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. 2016 წელს შექმნილი „ნექსია აკადემია" ფინანსურ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ტრენინგ ცენტრია, რომელიც სასწავლო კურსებს, სემინარებს, ვებინარებსა და ღია კარის დღეებს მოიცავს. აკადემიის ტრენინგებს უძღვებიან, როგორც Nexia-ს პრაქტიკოსი მენეჯერები, ასევე, მოწვეული პროფესიონალები. Nexia Georgia წელს 10 წლის ხდება. კომპანიის დაფუძნების დღიდან, „თიბისი“ Nexia-ს ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)