|
2024-03-25 11:22:19, 1111 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთო
ბაზისბანკი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილ აქტივობებს წელსაც შეუერთდა. გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ კლასში" გაიმართა და ბაზისბანკის თანამშრომლები, ფინედუს დესპანის მისიით, ამჯერად ქუთაისის სასწავლო ცენტრ მერმისსა და ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის #5 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და III-XII კლასების მოსწავლეებს ღია გაკვეთილები ჩაუტარეს. პრეზენტაციების შემდგომ, სიამოვნებით უპასუხეს სკოლის მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს. ფულის გლობალური კვირეულის 2024 წლის კამპანია 18 - 24 მარტის ჩათვლით გარძელდა. საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა 2012 წლიდან, საქართველო კი - 2014 წლიდან აღნიშნავს. კვირეული, რომელიც "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე“ სლოგანით ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას. „ბაზისბანკი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ ორგანიზებული ფინანსური განათლების მხარდაჭერისადმი მიძღვნილ აქტივობებში და წელსაც სიამოვნებით შევუერთდით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში" ხელს უწყობს ახალ თაობაში ფინანსური და ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზებას. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა და მნიშვნელოვან რესურსს ვდებთ ამ მიმართულების წასახალისებლად“, - აცხადებს თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)