10:29 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-24 01:07:02, 749 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - არარაობა პუტინი, ერთი დღე ღამე ფიქრობდა როგორ დაეკავშირებინა ეს ყველაფერი უკრაინასთან

"არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ დაკავდეს საკუთარი, რუსეთის  მოქალაქეებით და  მიემართა მათთვის, ერთი დღე დუმდა და ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს ყველაფერი უკრაინასთან - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოეხმაურა, რუსეთის ოფიციალური პირების ბრალდებებს, თითქოს კროკუს სითი ჰოლში" ტერაქტის უკან უკრაინული მხარე დგას.

”მხოლოდ გუშინ მოხდა ეს ყველაფერი და ეს არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ დაკავდეს საკუთარი, რუსეთის  მოქალაქეებით და  მიემართა მათთვის, ერთი დღე დუმდა და ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს ყველაფერი უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია.

ის ასიათასობით რუსი, რომლებიც ახლა უკრაინის მიწაზე იხოცებიან, ნამდვილად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად. და თუ რუსები მზად არიან ჩუმად მოკვდნენ „კროკუსებში“ და არ დაუსვან კითხვები თავიანთ დაზვერვის სამსახურებს, პუტინი კიდევ არა ერთ ასეთ სიტუაციის შექმნის თავისი ხელისუფლების ძალაუფლებისათვის. -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

22 მარტის საღამოს კროკუს სითიჰოლის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა. რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ავტომატური თოფებიდან. ტერაქტი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე იყო. სროლის დროს შენობაში შეიძლება 6200-მდე ადამიანი ყოფილიყო.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა, 140 დაშავდა. როგორც რია ნოვოსტი იუწყება მოსკოვის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, მათგან 32 ამბულატორიულ დახმარებას გადის, 3 კი გაწერეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics