10:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-23 01:33:21, 636 ნახვა

მსოფლიო
მიხაილო პოდოლიაკი: "უკრაინას, ცხადია, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ სროლასა და აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"უკრაინას, ცხადია, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ სროლასა და აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხალილო პოდალიაკმა განაცხადა.

"პირველ რიგში, უკრაინა რუსეთის არმიასთან ორ წელიწადზე მეტია იბრძვის და ამ ომში ყველაფერი ბრძოლის ველზე გადაწყდება. მხოლოდ იარაღის რაოდენობა და ხარისხიანი სამხედრო გადაწყვეტილებები. ტერორისტული თავდასხმები პრობლემებს არ წყვეტენ.

მეორე, უკრაინას არასდროს მიუმართავს ტერორისტული მეთოდების გამოყენებისთვის. ეს ყოველთვის უაზროა. სხვათა შორის, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მიმდინარე ომში უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს იყენებს და წარსულშიც, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს, რათა წამოეწყო შემდგომი "კონტრტერორისტული მოქმედები" ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ. საკმარისია გავიხსენოთ კაშირსკოიეს გზატკეცილსა (მოსკოვი) და ვოლგოდონსკში მომხდარი მოვლენები.

მესამე, Crocus City Hall-ში მომხდარ მოვლენებამდე გაცილებით ადრე, ჩვენ გვესმოდა საჯარო გაფრთხილებები მოსკოვში მოქმედი საელჩოებისგან ასეთი სისხლიანი მოვლენების ალბათობის შესახებ.

არ არსებობს ოდნავი ეჭვიც კი, რომ მოსკოვის გარეუბანში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს სამხედრო პროპაგანდის მკვეთრ ზრდას, აჩქარებულ მილიტარიზაციას, გაფართოებულ მობილიზაციას და, საბოლოო ჯამში, ომის მასშტაბების ზრდას. ასევე, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვლენილი გენოციდური დარტყმების გასამართლებლად" - განაცხადა პოდალიაკმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორი ესმით და ძალას ძალით უნდა დაუპირისპირდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics