12:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 21:37:23, 633 ნახვა

მსოფლიო
კალასი - თუ უკრაინა ომში დამარცხდება, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შესაძლოა რუსეთის სამიზნე გახდეს

ევროპის ქვეყნებმა არ უნდა გაიმეორონ ესტონეთის მიერ ომებს შორის პერიოდში დაშვებული შეცდომა და ახლა თავდაცვაში ინვესტიცია უნდა განახორციელონ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შეიძლება გახდეს რუსეთის სამიზნე, თუ უკრაინა ომში დამარცხდება.

„ჩვენ თუ არ გვინდა, ეს ომი უფრო შორს წავიდეს, ნამდვილად უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს თავის დაცვაში. აშკარად არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაც დგას სასწორზე. ჩვენ ნამდვილად თუ დავეხმარებით უკრაინას, არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, ვინ იქნება შემდეგი, მაგრამ თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ რამდენიმეწლიანი პაუზა იქნება და ჩვენ ამას უფრო ფართო მასშტაბით დავინახავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვახორციელებთ ინვესტიციას თავდაცვაში“, - განაცხადა კაია კალასმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics