19:01 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 16:14:15, 471 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ილია თოფურიას - ფეხბურთელების და გულშემატკივრებისთვის დიდი სტიმულია, რომ მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას თბილისის მერიაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კახა კალაძემ მას პირადად მიულოცა მოპოვებული გამარჯვება და მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა. 

„გულწრფელად მინდა მოგილოცო მიღწეული გამარჯვება. საამაყო ადამიანი ხარ და შრომის ფასი იცი. შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული ხარ და მჯერა, შენს გულშემატკივრებს წინ მეტი სიხარული გველოდება. მინდა იცოდე, რომ უამრავ ქართველს უყვარხარ. ასევე, გილოცავ ღირსების ორდენს, რომელსაც დღეს გადმოგცემენ. კაცურად და ღირსეულად გეტარებინოს ეს ჯილდო“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ილია თოფურიას ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის. 

„დღეს, მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და კიდევ უფრო დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრისთვის, რომ მატჩის დაწყებამდე ქამარს წარადგენ. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქართველმა ჩემპიონმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის და ასევე, ყველა გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის. 

„მადლობა თქვენ და ყველას, გვერდში დგომისთვის. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა გულშემატკივრობამ ჩემს მიმართ, რაც საქართველოში ამ დღეებში ვიგრძენი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს „დინამო არენაზე“ მაყურებლის წინაშე წარვდგები “, - აღნიშნა ილია თოფურიამ. 

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი სამშობლოში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოფრინდა. დღეს, „დინამო არენაზე“ საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics