23:56 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 15:20:58, 607 ნახვა

საზოგადოება
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა  პროკურორებს, მოსამართლეებს და ადვოკატებს აღნიშნული საბჭოს ეფექტიანი საქმიანობისთვის. 

„საკითხები,  რომლებიც ამ ფორმატში განვიხილეთ უმნიშვანელოვანესია საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის, მართლმსაჯულების განვითარებისთვის, ეფექტიანობის გაზრდისთვის და პროფესიათა დაახლოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო მომავალშიც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას და ის გამოწვევები და პრობლემები რაც არსებობს, ვფიქრობ,  ამ საბჭოს დახმარებით მომავალში გადაიჭრება",- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს  სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ქალთა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას, ფემიციდს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მართლმსაჯულების გაციფრულებას, რაც მტკიცებულებების ელექტრონულად გაცვლას გულისხმობს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ერთწლიანი თემატური პროგრამა დამტკიცდა.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics