01:50 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 13:56:48, 421 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ევროპულ ქვეყნებში ბათუმის ცნობადობის გაზრდის მიზნით მუშაობას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ევროპულ ქვეყნებში ბათუმის ცნობადობის გაზრდის მიზნით მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტები უწყებამ პრაღისა და ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა. ვიზიტორების დაინტერესება, საქართველოს, როგორც ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულების მიმართ მაღალია, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი რეისების არსებობა.

"გამოფენების ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა ჩეხეთისა და ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციების, ასოციაციებისა და წამყვანი მედია საშუალებების მენეჯმენთან. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ელჩები ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში. გამოფენებზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარდგა. 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 30-მდე საერთაშორისო ღოინისძიებასა და გამოფენაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ევროპულ, ისე აზიურ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორისაა ბერლინის, ლონდონის, დუბაის, პარიზისა და ბარსელონას ტურისტული გამოფენები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics