|
2024-03-18 15:39:09, 1075 ნახვა
ეკონომიკა
წნორში ბაზისბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
ბაზისბანკი აგრძელებს ფილიალების ქსელის გაფართოებას. წნორში, დ. აღმაშენებლის ქ. 9-ში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც წნორის და მიმდებარე რაიონების მაცხოვრებლებს, ასევე ადგილობრივ ფერმერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ მაღალი ხარისხის კომპლექსური საბანკო მომსახურებით კომფორტულ სივრცეში. ბაზისბანკის განახლებული ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს:
ბაზისბანკის წნორის ფილიალის გახსნას, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ფერმერები და ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ფილიალი მომხმარებელს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-18.00 საათამდე, შაბათს 10.00-14.30 საათამდე მოემსახურება, კვირა დასვენების დღეა. „ბაზისბანკი, საქართველოს მასშტაბით, 40 ფილიალით არის წარმოდგენილი და მომავალშიც გააგრძელებს ქსელის გაფართოებას. ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნა და ბანკთან ურთიერთობის გამარტივება წარმოადგენს. შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას“, - აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ლევან გარდაფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)