|
2024-03-18 14:40:54, 743 ნახვა
საზოგადოება
გაიგე როგორია „თიბისელების“ სამუშაო გარემო
რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთი რამ მთავარია — სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით კეთებაზე, შესაბამისად, კომპანიის დიდი მიზნებისა და მისიის წარმატებით შესრულებაზე. „თიბისიში“ მეგობრული გარემო, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა და რაც მთავარია, გუნდური, გამორჩეული მუშაობის კულტურა ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის. სალომე გოგიჩაიშვილი მონაცემთა მეცნიერია, რომლისთვისაც „თიბისიში“ ამ მიმართულებით მუშაობა პირდაპირ უკავშირდება ინიციატივებს, საინტერესო ადამიანებსა და მეგობრულ გარემოს, სადაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად, უამრავ ახალ უნარს იძენ. „ჩემთვის, იყო „თიბისელი“ ნიშნავს იდგე განვითარებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მშვიდ და თანასწორ გარემოში და, რაც მთავარია, გქონდეს თვითგამოხატვის თავისუფლება. თიბისი იმ თავისუფალ გარემოს ქმნის, სადაც ინოვაციური აზროვნების საშუალება იქმნება.“ „თიბისი“ გაძლევს სივრცეს განვითარდე შენთვის საინტერესო და განსხვავებული მიმართულებებით, - აღნიშნავს „თიბისის“ მარკეტერი, ელისო გოგოხია. „როცა ხარ მარკეტერი „თიბისიში“, პირველ რიგში, იაზრებ მასშტაბებსა და გავლენას, რომელიც ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაში შეგიძლია გქონდეს. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს და ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, - აცხადებს ელისო გოგოხია. გიორგისთვის, რომელიც „თიბისის“ მომსახურების მენეჯერია, „თიბისი“ მოტივაციასთან, განვითარებასთან, მუდვიმ მოძრაობასა და, ამავდროულად, სტაბილურობასთან ასოცირდება. “ვიყო „თიბისელი“, ჩემთვის, ძალიან საამაყოა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი და „თიბისის“ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა - სხვებზე ზრუნვა, კეთილსინდისიერება, სანდოობა, თუ პასუხისმგებლობა, ერთმანეთთან თანხვედრაშია. „თიბისი“ არის გზა მეტი შესაძლებლობისკენ, რომელიც მრავალმხრივ განვითარების საშუალებას გაძლევს“, - აცხადებს გიორგი ანთელიძე, მომსახურების მენეჯერი. ნათია იორამაშვილი, „თიბისის“ სერვის მენეჯერია, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს იზრუნოს როგორც მომხმარებელზე, ისე - თანამშრომლებზე და მათთვის სანდო და საიმედო გამოცდილებას ქმნის. განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები, მეგობრული განწყობა, ინოვაციური გუნდი, შემოქმედობითობა, მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა, თვითგანვითარებისა და ცოდნისკენ სწრაფვა – ეს არის ის გარემო, რაც „თიბისის“ დიდ გუნდში მოსულ ადამიანს დაგხვდება. გახდი „თიბისელი“.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)