13:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 11:23:43, 649 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ნავალნის გვარი პირველად წარმოთქვა, ის აცხადებს, რომ დათანხმდა გაცვლის პოლიტიკას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლონიაში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე კომენტარი პირველად გააკეთა.

„ევან გერშკოვიჩმა ეს არჩევნები ციხეში გაატარა, ბორის ნადეჟდინს, რომელიც თქვენი ომის წინააღმდეგია უკრაინაში, არ მიეცათ თქვენთან კონკურენციის უფლება და ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა თქვენს ერთ-ერთ ციხეში თქვენი კამპანიის დროს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამას დემოკრატიას ეძახით? — შეკითხვა დაუსვა პრეზიდენტს ამერიკული NBC ტელეარხის ჟურნალისტმა კიერ სიმონსმა.

"ეს არის ცხოვრება", - უპასუხა პუტინმა. მან აღნიშნა რომ ნადეჟდინის არჩევნებზე დაუშვებლობა პოლიტიკოსის შტაბის არადამაკმაყოფილებელ მუშაობას უკავშირებდა.

პუტინს არაფერი უთქვამს Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის საქმეზე, რომელიც 2023 წლის მარტის ბოლოდან იმყოფება ლეფორტოვოს ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით.

„რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა. ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. გვქონდა სხვა შემთხვევებიც, როცა ადამიანები ციხეებში გარდაიცვალნენ. ეს აშშ-ში არ ხდება? ეს არაერთხელ მოხდა“, - უპასუხა პუტინმა.

შემდეგ პუტინმა დაადასტურა, რომ პოლიტიკოსის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დათანხმდა ნავალნის დასავლეთთან გაცვლის იდეას.

ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს, იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოკრუგში, ხარპას სასჯელაღსრულების კოლონიაში IK-3. მისი ცხედრის გათავისუფლებას ოჯახი კვირანახევრის განმავლობაში ცდილობდა, 1 მარტს ნავალნი მოსკოვში ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. ათასობით ადამიანი მოვიდა მასთან გამოსამშვიდობებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics