13:51 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-16 16:42:52, 709 ნახვა

მსოფლიო
გაეროს პრესმდივანი - რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის შედეგები კატასტროფული იქნება

რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის შედეგები კატასტროფული იქნება, - ამის შესახებ გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

როგორც დიუჟარიკმა აღნიშნა, გაერო იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები იპოვიან გზას ცეცხლის შეწყვეტისთვის და უფრო ფართო ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფისთვის.

„ვფიქრობ, რაფაჰში ამჟამინდელ გარემოებებში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შედეგები იქნება კატასტროფული ღაზის მოსახლეობისთვის, პალესტინელებისთვის. ეს იქნება კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის კუთხით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვესმის, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ მხარეები იპოვიან გზას ცეცხლის შეწყვეტისთვის და უფრო ფართო ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფისთვის, „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის“, - განაცხადა გაეროს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics