2024-03-15 10:30:19, 671 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად შეუძლიათ.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიიდან, ვლადისლავ დავაცვევინო "ახალი ხალხის" პარტიიდან და ნიკოლაი ხარიტონოვი "კომუნისტური" პარტიიდან.
რუსეთში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 112 309 947 ადამიანს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,