2024-03-14 16:38:49, 864 ნახვა
მსოფლიო
ალიევი - სომხეთთან მშვიდობის მიღწევასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს
ახლა, სომხეთთან მშვიდობის მიღწევასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე გლობალურ ფორუმზე განაცხადა.
როგორც ალიევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება.
"არასდროს, სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ისტორიაში, მშვიდობა არ ყოფილა ისე ახლოს, როგორც დღეს და ეს არის მეორე ყარაბაღის ომის შედეგი",- თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,