15:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 16:04:33, 903 ნახვა

მსოფლიო
მედია - ბელგოროდში აფეთქებები და განგაშის სიგნალია

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვარზე მდებარეობს, დილიდან აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ვრცელდება ცნობა ბელგოროდის დაბომბვის შედეგად 2 დაღუპულის შესახებ.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს. 

ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტიც", რომლის ცნობითაც, "უკრაინელი დივერსანტები ცდილობდნენ შეჭრას ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა შეაჩერეს".

"საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი UR-77 თვითმავალი სარაკეტო ნაღმების გამწმენდი სისტემა და სამი საინჟინრო მანქანა",- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics