03:41 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 12:55:22, 1218 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთი“ საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით სარგებლობენ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ლიბერთი" ავრცელებს.

განცხადების თანახმად, "ლიბერთი ბანკის" გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით - შესაბამისად,  ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელი იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და "ოვერდრაფტებს".

"ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.

დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt.

"ლიბერთი", აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს "ლიბერთის" გუნდის თითოეული წევრი.

"ლიბერთის" მიზანია, ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება",- ნათქვამია "ლიბერთის" განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics