2024-03-13 15:16:36, 773 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც EU-ის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს
ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ინიციატივას მხარი 543-მა დეპუტატმა დაუჭირა, 45-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 27-მა თავი შეიკავა.
კანონის ამოქმედებისთვის, აუცილებელია, ის ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცოს. კანონი ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,