08:55 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 13:55:37, 589 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, დაბა ჩაქვში ტურისტულად აქტიურ ზონაში, სრულად განახლდა და შეიცვალა არსებული პარკის ინფრასტრუქტურა. პარკის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. 

"დასკვნით ეტაპზეა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მოსწავლეები სექტემბრიდან სწავლას ევროპული სტანდარტების, განახლებულ სკოლაში გააგრძელებენ. განხორციელდა შენობის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი.  სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. სამუშაოების ღირებულება 1 600 000 ლარია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. გაზი სოფელ ხალას 205 აბონენტს ჩაერთვება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ხალაში ჯემალ კახიძის ოჯახში გაზი აანთო. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში 27 სოფელში განხორციელდა გაზიფიცირება, ბუნებრივი აირი 12 418 აბონენტს მიეწოდება და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. გაზიფიცირების სამუშაოები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელდა.

ქობულეთში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთის მერმა ლევამ ზოიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მიჯისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს",- ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics