20:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 11:44:40, 709 ნახვა

ეკონომიკა
ESG-ის მოთხოვნებისადმი მიძღვნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნებისადმი მიძღვნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას და გაეროს განვითარების პროგრამას პროექტის მხარდაჭერისთვის.

„მოგეხსენებათ, რესურსების მდგრადი მართვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი  მაჩვენებლები ცირკულარული ეკონომიკის კომპონენტია, რაც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და შესაბამისად  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება“,-  განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნები ინვესტიციების განხორციელებისას გარემოს დაცვის, სოციალური და კორპორაციული მმართველობის საკითხების გათვალისწინებას გულისხმობს. კონცეფციის თანახმად, მდგრადი განვითარებისთვის, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში, მნიშვნელოვანია  ESG მაჩვენებლების დანერგვა.

შეხვედრას, რომელსაც საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისა და მწვანე ზრდის პროცესში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და მდგრადი დაფინანსების საკითხების საერთაშორისო ექსპერტი დარიუშ პრასეკი უძღვებოდა.

აღსანიშნავია, რომ სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან საბაზისო ცოდნის გაზიარების მიზნით, დაგეგმილია ხუთი თემატური შეხვედრა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ მიერ ხორციელდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics