01:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 15:56:52, 505 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის დასახლებას კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკვერი შეემატა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის რაიონში, გობრონიძისა და ნონეშვილის კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. 

რეაბილიტაციის შედეგს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, პაატა ტოგონიძესთან ერთად გაეცნო. 

დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, მუხიანის დასახლებაში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. 

„მუხიანის დასახლებაში დასრულდა ნახევარი ჰექტარი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია. აღნიშნულ პროექტზე 1 250 000 ლარი დაიხარჯა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სივრცე იყო გასხვისებული და იგეგმებოდა სამშენებლო პროექტის განხორციელება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მაჟორიტარისა და მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა და დღეს ვხედავთ, რომ აქ მოეწყო სავარჯიშო და საბავშვო სივრცეები, ასევე განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები. 

მუხიანში ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. 2  ჰექტარ ფართობზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. გარემოს დაცვის მიმართულებით, ქალაქის მასშტაბით, ჯამში დაახლოებით 10 მისამართზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და  საკრებულოს დეპუტატი კოტე ზარნაძე. 

სამუშაოების ფარგლებში 4 100 კვ. მ ტერიტორიაზე დამონტაჟდა წყლის სასმელი სოკო, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები; ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები, კერძოდ, დაირგო 862 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, 3340 კვ. მ ფართობზე დაითესა ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics