10:31 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 19:53:04, 859 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - აშშ-ის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეთანხმდა აშშ-ის პრეზიდენტთან, რომ „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია, ეს კი რაფაჰში შესვლის გარეშე შეუძლებელია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რაფაჰზე შეტევა აშშ-სთვის „წითელი ხაზია“, რაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ხელშეუხებლად დატოვება ისრაელისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.

„აშშ-ის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. ჩვენ ვერ დავტოვებთ „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ „ჰამასი“ გადარჩეს. ჩვენ მუხრუჭიდან ფეხს არ ავიღებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს განალაგებს
უკრაინამ ტულას რეგიონში რუსეთის უდიდეს მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics