|
2024-03-11 17:52:56, 1219 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 8 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი გასაღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსეს. "ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან და ასევე სხვადასხვა ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - ,,კოკაინი", „მდმა", „მარიხუანა", „ექსტაზი" „ლსდ", ,,პსილოციბინი", ,,ალფა პვპ", "მეფედრონი" და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი" ამოიღეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მცდელობა და მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)