2024-03-07 10:46:28, 858 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ს ჩინეთის შესახებ არასწორი აღქმა აქვს
ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთის შესახებ არასწორი აღქმა აქვს,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა.
როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეერთებული შტატები თავის დაპირებებს არ ასრულებს.
"უნდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის მხარის მცდარი აღქმა ჩინეთის შესახებ გრძელდება და მის მიერ მიცემული დაპირებები ნამდვილად არ შესრულებულა. მუდმივად გრძელდება ჩინეთის ჩახშობის მეთოდები და ცალმხრივი სანქციების სია მუდმივად ფართოვდება",- თქვა ვანგ იმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,