|
2024-03-05 16:18:53, 1358 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
იანვრის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ნორმალიზების საერთო ტენდენციის შესაბამისია. იგივე შეიძლება ითქვას წმინდა სავალუტო შემოდინებების კუთხით. ამასთან, წინა თვეებში შემცირების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, „თიბისის“ არხებით ხარჯვის საფუძველზე, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებლები, თუმცა „თიბისი“ კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ, როგორც ჩანს, პიკი უკვე გადავლილია. რუსეთიდან ბენზინის იმპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე იმოქმედებს, თუმცა დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტით, რადგანაც მართალია რუსეთის წილი არსებითია, თუმცა ნავთობპროდუქტების მიწოდება სხვა ბაზრებიდანაც ხორციელდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მცირედით, მარგამ მაინც დაბალია, რაც პროგნოზზეც შესაბამისად, საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს. მთლიანობაში, „თიბისი“ კაპიტალის მაკროეკონომიკური მოლოდინები არ შეცვლილა. შეჯამების სახით კვლავ შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ადგილი აქვს უფრო მეტად ნორმალიზების, ვიდრე როგორც ასეთი შემცირების ტენდენციას. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)