2024-03-04 22:42:14, 896 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ეს ამერიკისთვის დიდი გამარჯვებაა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო.
როგორც დონალდი ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკისთვის დიდი გამარჯვებაა.
„დემოკრატების გეგმა, წაეშალათ ჩემი სახელი, ჩაიშალა და დაიწვა, მაგრამ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, - წერს დონალდ ტრამპი Truth-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,