20:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 11:09:16, 833 ნახვა

მსოფლიო
კამალა ჰარისი - ღაზაში ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ღაზაში, ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

როგრც ჰარისმა ალაბამაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" შეთანხმების პირობებს უნდა დაეთანხმოს.

"ღაზაში, ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. მაგიდაზე არის შეთანხმება და როგორც უკვე ვთქვით, "ჰამასი" უნდა დაეთანხმოს ამ შეთანხმებას. ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია. ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს დახმარების ნაკადის საგრძნობლად გაზრდისთვის. ამას არანაირი გამართლება არ აქვს",- ამბობს ჰარისი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელი ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების 6 კვირით შეჩერებას დათანხმდა. აღნიშნულის შემდეგ ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ჰამასი" უარს ამბობს ისრაელისთვის ცოცხალი მძევლების სიის მიწოდებაზე, რის გამოც ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics