|
2024-03-01 15:34:14, 978 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, მომავალი თაობა დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას
როდესაც ლგბტ პროპაგანდა დიდ მასშტაბებს იძენს, სწორედ ამიტომ, სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ამ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას და მეორეს მხრივ, არათუ შელახავს ან შეამცირებს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით იმ ადამიანის უფლებებს, ვისაც ეხება ზოგად ეს თემა, არამედ გააძლიერებს მათი უფლებების დაცვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა". „ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მომავალი თაობა დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას. უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რომელიც უბრალოდ გამოიყენება, რის ამოფარებასაც ცდილობენ შემდეგ იმისათვის, რომ პროპაგანდას მიჰყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა, მარტივი ამბავია და უნდა ვთქვათ, რომ განუხრელი უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა ყველა ადამიანის, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ხოლო პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ და ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია დღეს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ დიახ, ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ არაჯანსაღ პროპაგანდას, ესეც მიდგომაა, იგივე პოზიციაზე ვრჩებით, მაგრამ თუ დღეს უფრო გამწვავდა ეს პრობლემა, ამ გამწვავებულ პრობლემას უფრო ხისტი პოზიციით უნდა დავუპირისპირდეთ და ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიმუშაოთ კანონმდებლობაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)