|
2024-03-01 14:05:49, 628 ნახვა
საზოგადოება
მერია - N308 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები 2 მარტიდან იმოძრავებენ
MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც იმოძრავებენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით 2 მარტიდან ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, N308 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდება უკვე არსებული სქემით – თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, კოსტავას ქუჩის, გმირთა მოედნის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირის, ერისთავის ქუჩის, გურამიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის ქუჩის, აკაკი ვასაძის ქუჩის, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით და მოძრაობას ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) დაასრულებს. „რაც შეეხება უკუმიმართულებით მოძრაობას, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ისტორიულ არეალებში მდებარე ზოგიერთ ქუჩაზე არ არის მიზანშეწონილი ინფრასტრუქტურული ჩარევა, რაც 18-მეტრიანი ავტობუსების გაბარიტების გათვალისწინებითაა საჭირო, ავტობუსი შეიცვლის მარშრუტს და გადაადგილდება მცირედი ცვლილებით. კერძოდ, ამ შემთხვევაში, ავტობუსი მგზავრთა მომსახურებისთვის გამოიყენებს ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებს, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედანს, თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩას, წერეთლის გამზირს, ერისთავის ქუჩას, გურამიშვილის გამზირს, სარაჯიშვილის, ქერჩისა და ვასაძის ქუჩებს, შემდეგ გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიისკენ და ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) გაჩერდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მერიის ცნობით, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე, WIFI მოწყობილობას. როგორც მერიაში აღნიშნავენ, 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ასევე, 18-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება N301-სა და N314 მარშრუტებზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)