07:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 09:53:31, 809 ნახვა

საზოგადოება
ჯაღმაიძე პრეზიდენტის განცხადებაზე - ეთიკას მოკლებულია პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი - ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა

ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი - ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა,- ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ჯაღმაიძის თქმით, "პრეზიდენტის სიმაღლიდან ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა სამწუხაროა".

"ბევრ კითხვებს ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებაში.
პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა. 

გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი "ეკლესიის ძველ მეთოდებზე“, ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან "პროდასავლური რიტორიკის მიყოლის" შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს  ეკლესია "ახლოსაა ძალასთან"?  

სამწუხაროა, ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს",- წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "იმედი აქვს, ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics