|
2024-02-29 16:33:26, 1432 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია - შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან 1 259 000 ლარის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება
შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 1 259 000 ლარის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, მოეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები და ფერდსამაგრი ნაგებობები. "დღეს, შიდა სასოფლო საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე საყრდენი კედლების სამშენებლო სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ, იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსთან, გენადი ანანიძესთან და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად მოინახულა. სოფელ გოგიაშვილებში, გრიშა გოგიაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლის მოწყობა. ბიუჯეტი: 112 359 ლარი; სოფელ გოგიაშვილებში, უშანგი კონცელიძის საცხოვრებელ სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა. ბიუჯეტი: 65 981 ლარი; სოფელ ახოში, ისმაილ ბოლქვაძის საცხოვრებელ სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა. ბიუჯეტი: 26 502 ლარი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)