|
2024-02-29 16:36:10, 972 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, ოთარ ტაკიძემ, ძირითადი აქცენტი ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე გაამახვილა და 2024 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები დააანონსა.
"2023 წელს დაიგეგმა 8 392 000 ლარის ინფრასტრუქტურული ღონისძიება და განხორციელდა 154 პროექტი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 15 მიზნობრივი პროგრამიდან მომსახურება გაეწია 2 653 ბენეფიციარს. ჩატარდა კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული მიმართულებით ღონისძიებები.
ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის უწყებებთან კოორდინირებულ მუშაობაზე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.
ომარ ტაკიძემ აღნიშნა, რომ 2023 წელს გახორციელებული თითოეული პროექტი მოქალაქეების ინტერესებზე იყო მორგებული, მიმდინარე წელი იქნება უფრო ნაყოფიერი, ეფექტური და მრავალი სიკეთის მომტანი შუახევის მუნიციპალიტეტისთვის. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის 2023 წლის მუშაობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს", - ნათქვამია შუახევის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)