|
2024-02-29 12:58:34, 511 ნახვა
საზოგადოება
მერია - საცხოვრებელი ფართები ამჯერად თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საცხოვრებელი ფართები ამჯერად, ნაძალადევის, გლდანის, დიდუბის, ჩუღურეთის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. „დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 40 ოჯახს გადავეცით. მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ამ ადამიანებს, მათ შვილებს, შვილიშვილებს. ვუერთდები მათ სიხარულს. ფართებით 3 000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს. საკმაოდ წარმატებული პროგრამაა და პროცესს განვაგრძობთ. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას, აუცილებლად მიმართონ მათივე რაიონულ გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ. ამ პროგრამით კიდევ ბევრ ადამიანს გავახარებთ“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, აღნიშნული რაიონების გამგებლები, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)