|
2024-02-29 12:02:35, 1123 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „არენა რეზიდენს ბათუმი“ შენდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ და აქტიურად განვითარებად ლოკაციაზე, საფეხბურთო სტადიონთან პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი “არენა რეზიდენს ბათუმი” შენდება. პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. არენა რეზიდენსი 37,000 მ²-ზე გაშენებული 25-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ტბელ აბუსერიძის #21-ში მდებარეობს, რომელშიც მობინადრეებს რეკრეაციული ზონა დახვდებათ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. კომპლექსი ასევე მოიცავს 132 ავტომობილზე გათვლილ 4-დონიან მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომს, 24/7 დაცვას და ვიდეოკონტროლს. კომპლექსის ინფრასტურტურა მოიცავს კეთილმოწყობილ სპორტ დარბაზს, სპას და საცურაო აუზს, ასევე რესტორანსა და ლაუნჯს ტერასაზე. პანორამულ ხედებს ქალაქის, მთისა და ზღვის ხედებით.
კომპლექსის ადგილმდებარეობა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე ინვესტირებისთვის. არენა რეზიდენს ბათუმი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მშენებლობით, თანამედროვე დიზაინით, პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურითა და სერვისებით. საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს დეველოპერული კომპანია, რომლისთვისაც კომფორტული და ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფა მთავარი პრიორიტეტია. იქმნება ინდივიდზე მორგებული გარემო, სადაც სიმყუდროვე და თანამედროვე სერვისები მთავარი ღირებულებაა. არენა რეზიდენსის პარტნიორია სამშენებლო კომპანია ARCON-ი, 12 წლიანი გამოცდილებით სამშენებლო ბაზარზე. კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში სრულდება და ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)