07:46 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 13:57:32, 1210 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ძებნილმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა.

"ბრალდებული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბანკს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს აწვდიდა, თითქოსდა საზღვარგარეთ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება მოახდინა, ხოლო ნასყიდობის საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით ბათუმში მიიღო.

აღნიშნული გზით, ბრალდებულმა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხა განათავსა.

გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს უკანონო შემოსავის ლეგალიზაციის ფაქტზე სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფულადი თანხა 7 200 000 ლარის ოდენობით",- აღნიშნულია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics